შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა, რომელიც ამავდროულად გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს დირექტორია.
სამინისტროს ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა მიმოიხილა უწყების პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა გაერო-ს როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.