გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება

27 მაისი 2025, 14:05 154 ნახვა

გიორგი ბაჩიაშვილი მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ, სასამართლო პროცესზე გააკეთებს. ადვოკატის განცხადებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მოინახულა. როგორც განაცხადა, მომხდარზე განცხადების გაკეთება თავად ბაჩიაშვილს სურს, ამიტომ თვითონ მომხდარზე ვერ ისაუბრებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი". 

სასამართლომ ბაჩიაშვილი ბრალდებულად ცნო როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“ და ფულის გათეთრებაში, ასევე საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში