ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვუმასპინძლო დიასპორის ფორუმს. გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს, რომლის აღნიშვნაც უკვე რამდენიმე წელია სასიამოვნო ტრადიციად ჩამოყალიბდა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმმზე სიტყვით გამოსვლისას.
„სიმბოლურია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ 27 მაისს, ქართული დიასპორის დღის აღნიშვნა, რაც ჩვენს ერთიანობას უსვამს ხაზს. ყოველწლიურად, დიასპორის ფორუმის ფარგლებში ჩვენი შეკრება ემსახურება ჩვენი ურთიერთობის განვითარებას და სამშობლოსთან ჩვენი ძვირფასი თანამემამულეების კავშირის გამტკიცებას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.