დრამატულ თეატრში გალაკონცერტი გაიმართება

26 მაისი 2025, 15:01 252 ნახვა

ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ გალაკონცერტით დასრულდება. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლები - „ბათუმი“ „ხორუმი“, „არსიანი“, ბათუმის საბალეტო სკოლის მოსწავლეები და სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა. 

საღამოზე დოკუმენტური ფოტო და ვიდეო კადრებით საქართველოს ისტორია იქნება წარმოდგენილი.

გალაკონცერტი საქართველოს ჰიმნით დასრულდება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა შეასრულებს.

19:00 საათზე, გალაკონცერტამდე, ბათუმის დრამატული თეატრის მეორე სართულზე წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, კონცერტი კი 20 საათზეა დაგეგმილი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში