საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება

24 მაისი 2025, 11:18 87 ნახვა

საქართველოს დიპლომატიური მისიები 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში,  რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ესპანეთში, ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ალკასარის ისტორიული ციხესიმაგრეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში