სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა, გაანადგურეს აპარატურა, მათი მიზანი არხის სამაუწყებლო სიგნალის გათიშვა იყო- ამბობს იმედის" პროდიუსერი და ჟურნალისტი სოფიო ნიკოლაიშვილი, სოფიო საგამოძიებო კომისიას უყვება 7 ნოემბრის ღამეს მომხდარ მოვლენებს და მის შემდგომ როგორ ხდებოდა ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების მუქარა და შევიწროვება, დღესვე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრეს ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც მაშინ მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ლევან გაჩეჩილაძემ რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს სააკაშვილის კონკურენტი იყო.
2007 წლის 7 ნოემბრის მონაწილეები საუბრობენ იმ წნეხზე, რომელიც იმ პერიოდში და მის შემდგომ გამოიარეს, ლევან გაჩეჩილაძემ შეაფასა სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმი, ისაუბრა სააკაშვილის ქმედებებსა და მიტინგებზე.