პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივის განხილვას იწყებს

23 მაისი 2025, 12:05 117 ნახვა

4 წლის შემდეგ სამოხელეო დანაშაულის გამოსაძიებლად შექმნილი უწყება  უქმდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებს კვლავ პროკურატურა გადაიბარებს. საპარლამენტო  საქმიანობის ფორმატში სპეციალური საგამოძიებო საჭირო პროცედურები დღეიდან  იწყება.

საკანონმდებლო პაკეტს  დღეს  იურიდიულ საკითხთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტები განიხილავენ.  ცვლილება 20 კანონში შედის  და მას შემდეგ, რაც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად გაცხადდება და "სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება პროკურატურას.   

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.  

გაგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში