ერთი მოგება „როლან გაროსის“ ძირითად ბადემდე

23 მაისი 2025, 08:04 92 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში პოლონელი ვალენტინ ვაშერო ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯეფრი ბლენკენოს შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 270-ე პოზიციას იკავებს.

გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი როლან გაროსის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში