აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადა

22 მაისი 2025, 20:01 556 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მეორე ტური დასრულდა. წარმოდგენილი ანსამბლებიდან ჟიურიმ 12 საუკეთესო გამოავლინა, თუმცა გამარჯვებულების ვინაობა 12 ივნისს გახდება ცნობილი, ოლიმპიადის დასკვნითი კონცერტზე, რომელიც ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება.
დღეს მეორე შესარჩევ ტურში 42 ანსამბლი ბათუმის საზაფხულო თეატრში წარსდგა. ოლიმპიადას აჭარის კულტურის სამინისტრო ,, ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია’’ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში