პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია

22 მაისი 2025, 11:52 275 ნახვა

ბათუმის სკოლებში დილიდან წერენ განცხადებებს მშობლები, რომლებმაც პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია ვერ შეძლეს. 

ამ ეტაპზე ქალაქის ძირითად ნაწილში მდებარე სკოლებში თავისუფალი ადგილები აღარ არის, რადგან, როგორც წინა წლებში, ახლაც რეგისტრაციის დაწყებისთანავე  შეივსო. 

როგორც რესურსცენტრში აცხადებენ, რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე იმ მოსწავლეების ნაწილის განცხადებების დაკმაყოფილებას შეეცდებიან, რომლებიც სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ.

ბათუმის 27 საჯარო სკოლიდან 5-ში ადგილები რეგისტრაციის პირველ და მეორე  ეტაპზე შეივსო და ელექტრონული რეგისტრაციისთვის ადგილები აღარ იყო ბათუმის პირველ, მეექვსე, მეშვიდე, მეთოთხმეტე სკოლებში, ასევე მესამე სკოლის ქართულ სექტორში. 

რესურსცენტრში ამბობენ, რომ სამომავლოდ პრობლემას ახალი სკოლისა და დამატებითი  კორპუსების  მშენებლობა მოხსნის.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში