26 მაისის არის საერთო ეროვნული დღესასწაული და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ - პრემიერი

21 მაისი 2025, 11:36 115 ნახვა

საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათ ამის ელემენტარული რესურსიც არ აქვთ.

„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველ დღე აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის უსუსური სახე. ამ პირობებში, არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. ეს დღე უნდა ჩატარდეს, როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი