,,ბოლო ზარი"

20 მაისი 2025, 18:00 649 ნახვა

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მურვანიძესთან ერთად მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის N6 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და ტრადიციულად თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გააკეთეს. მინისტრმა ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი