პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

19 მაისი 2025, 09:03 52 ნახვა

პორტუგალიის  მემარჯვენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა ალიანსმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა  ვერ შეძლო ხმების აბსოლუტური  უმრავლესობის მოპოვება, რაც ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდის დასასრულებლად იყო საჭირო.

პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ განაცხადა, რომ პორტუგალიელებისგან მთავრობის მართვის მკაფიო და მტკიცე მანდატი მიიღო, იმის მიუხედავად, რომ სრული საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა“, სავარაუდოდ, ხმათა 19.5 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე მიიღებს.

ეს შედეგი ნიშნავს, რომ პარტია „ჩეგამ“, შესაძლოა, ჩაანაცვლოს „სოციალისტური პარტია“ და პირველად გახდეს ქვეყნის მეორე პოლიტიკური ძალა.

პორტუგალიაში ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი