ლაშა ბექაურმა ოლიმპიადის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო 

19 მაისი 2025, 09:50 118 ნახვა

ესპანეთში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშამ ტურნირის  ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდადი რვა წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ღია პირველობაზე ბევრი ცნობილი ძიუდოისტი არ ასპარეზობდა, საქართველოდან კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა, რომელმაც ეს ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენა.

აქვე გეტყვით, რომ ხუთი შეხვედრიდან ჩვენმა ჩემპიონმა ოთხი იპონით მოიგო. შეგახსენებთ, რომ პლანეტის პირველობა 13-20 ივნისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი