აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი საზეიმო მსვლელობას ოჯახთან და მთავრობის წევრებთან ერთად შეუერთდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა მემორიალთან დასრულდა, სადაც სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა.
"ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და ეროვნული ფასეულობების განმტკიცებისათვის", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.