აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

15 მაისი 2025, 14:08 225 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული  11 პირის წინააღდეგ ჩვენებას  მოწმე პოლიციელები აძლევენ. ნიკოლოზ ხურცილავა ერთ-ერთი მოწმე დაზარალებული პოლიციელია, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ  მას აქციის მონაწილეებმა ქვა ესროლეს.

დაცვის მხარემ მოწმეს სთხოვა,  რომ  დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებულები ამოეცნო, თუმცა მან ამოცნობა ვერ შეძლო.

როგორც სხდომათა  დარბაზში გაირკვა, დაზარალებული პოლიციელი  ერთი თვის წინ დააწინაურეს და ის მოწმე არის აქციებზე დაკავებული სხვა პირების საქმეზეც. მოწმეთა გამოკითხვამდე  განცხადების  უფლებით ისარგებლა  ერთ-ერთმა ბრალდებულმა. რევაზ კიკნაძემ საგამოძიებო კომისიის მიერ დაჯარიმებულ პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა გირაო არ გადაეხადათ  და თანაბერძოლები არ მიეტოვებინათ.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურას  7 მოწმე პოლიციელი  ჰყავს წარმოდგენილი. მსახიობს  ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტს  ონისე ცხადაძეს, ასევე  ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი