ფისკალური დისციპლინის შედეგად, პარამეტრები დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს, განვაგრძოთ რეფორმები - ლაშა ხუციშვილი

15 მაისი 2025, 12:17 71 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, ლონდონში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და საინვესტიციო ბანკების, JP Morgan-ის და ICBC-ის ორგანიზებით, ლონდონში გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრების სერია (non-deal Roadshow). გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მიწვეულ იქნა Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ საქართველოს პანელზე.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და გააცნო მაკროფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. შეხვედრებზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს.

„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს ფისკალურ დისციპლინას, რაც პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდის კრიზისების გამკლავებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია. სწორედ ამ ფისკალური დისციპლინის შედეგად, დღეს ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს, აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სტრუქტურული რეფორმები ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებებზე წარმოდგენილ იყვნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სხვა წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი