11-12 მარტის მოვლენებს სასამართლო ხვალ განიხილავს

07 მაისი 2017, 00:00 2412 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 17 პირის წინა სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12 და 14 საათზე  გაიმართება. მათ ბრალი ედებათ  მასობრივ არეულობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაში. მხარეები სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ, მოსამართლეები კი მათ დასაშვებობაზე იმსჯელებენ.  

ადვოკატები ასევე აპირებენ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართონ. შეგახსენებთ, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში 20 პირი იმყოფება. ორ მათგანს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას აქციის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. მათი სასამართლო პროცესი ივნისშია ჩანიშნული. 17 დაკავებულის საქმეს ხვალ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი