ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

14 მაისი 2025, 09:15 728 ნახვა

ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა დაგვიდასტურა.

შეგახსნებთ გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, მან განცხადება სოცილაურ ქსელში გამოაქვეყნა.

არსებული ინფორმაციით, მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე იქნება. თუმცა მისი წარდგენა ჯერ არ მომხდარა. გიორგი მურვანიძე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი