გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო და ტურნირი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.
ესპანურმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი ათენის აეკ-თან დაძაბულ ბრძოლაში 73:77 წააგო. გიორგი შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა. მან 5 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნა მიითვალა.
ქართველმა თავის გუნდს ასევე 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. შეგახსენებთ, რომ „ტენერიფე“ ნახევარფინალურ მატჩში თურქულ „გალათასარაისთან“ დამარცხდა.