დღეს დილიდან ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ზარალის ოდენობა დაითვლება. შეუფერხებლად მუშაობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.
რაც შეეხება დაშავებულებს, ქალი დღეს უკვე ბინაზე გაეწერა. კაცი კი დამატებით კვლევების მიზნით, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძლიერმა ქარმა გუშინ დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები.
რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები.