საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა

08 მაისი 2025, 18:47 100 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე განცხადებით, შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

"საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში