მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

08 მაისი 2025, 12:05 83 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. სხდომა  13:00 საათზე უნდა დაიწყოს. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის  მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

შესაძლოა, დღესვე სასამართლოს წინაშე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე წარსდგეს.

ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი,  მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ.

მათი თქმით, მზია ამაღლობელის დევნა მიზანმიმართულად მიმდინარეობს და იგი საპატიმროში უკანონოდ იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში