საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოსა და სომხეთში არსებული მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების, ასევე არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.