პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
სამხედროებმა მოსწავლეებს ჯარისკაცის პროფესია და თავდაცვის ახალი კოდექსი გააცნეს. განსაკუთრებული ინტერესი კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა და ტერიტორიულმა რეზერვმა გამოიწვია.
ასევე, დიდი დაინტერესება მოჰყვა ისტორიებს ეროვნული გმირების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.