დღეს, ქალთა ფრენბურთის კლუბი "ბათუმი" ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "თბილისს "უმასპინძლებს. შეხვედრა ბათუმის სპორტის სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ხათუნა გიორგაძის გუნდმა მეტოქეს სტუმრად დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 აჯობა.