სამუშაო შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში - აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებსა და არსებულ გამოწვევებს იუსტიციის მინისტრი გაეცნო. პაატა სალიამ შეხვედრა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სააგენტოების ხელმძღვანელებთან ერთად გამართა. იუსტიციის მინისტრმა ბათუმისა და ქობულეთის იუსტიციის სახლების ფილიალებიც მოინახულა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            