ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება. ტურნირი სენიორებსა და იუნიორებს შორის გაიმართება. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი IMMAF-ის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა.