თემატური ფორუმი კურორტ გოდერძიზე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე წელს პირველად განხორციელდა თემატური ფორუმები ტურიზმის, სპორტისა და კულტურის მიმართულებით. თითოეულ ნაკადზე მოწვეულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები.
პანელური შეხვედრის მეორე ნაწილში ცენტრის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებსა და მონაწილე ახალგაზრდებს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
თემატურ ფორუმებში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ჩაერთნენ, რომლებსაც სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები უტარდებოდათ. საგანმანათლებლო არაფორმალურ აქტივობას აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად მხარს უჭერდა ხულოს მუნიციპალიტეტიც.