მხატვარმა, მუსიკოსმა და პოეტმა ნუგზარ ერგემლიძემ საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში 70 წლის იუბილე აღნიშნა.
გამოფენილი იყო ის ნამუშევრები, რომლებიც ნუგზარ ერგემლიძემ სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე შექმნა.
ღონისძიებას ხელოვანის მეგობრები, ოჯახის წევრები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.