დონალდ ტრამპმა 8 მაისი და 11 ნოემბერი ორ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა

02 მაისი 2025, 10:35 101 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების, ხოლო 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ დაწესდება.

სოციალურ ქსელში დონალდ ტრაპმა დაწერა, რომ მრავალი მოკავშირე 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ ამერიკამ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გააკეთა მეორე მსოფლიო ომში.

ტრამპი აღნიშნავს, რომ ამერიკას ძალით, სიმამაცითა თუ სამხედრო ბრწყინვალებით ვერავინ შეედრებოდა, მაგრამ არაფერს არასდროს ზეიმობდნენ, რადგან მათ აღარ ჰყავთ ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ უნდა გაკეთდეს ეს. დონალდ ტრამპის თქმით, ისევ დაიწყებენ გამარჯვებების აღნიშვნას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში