"ორლანდო მეჯიქი" რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფს დაემშვიდობა. სერიის მეხუთე შეხვედრა ბოსტონში გაიმართა, სადაც "სელტიკმა" "ორლანდო" 120:89 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. "ბოსტონ სელტიკის" მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტატუმი იყო, რომლის ანგარიშზეც 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო.
გოგა ბითაძეს აღნიშნულ მატჩში სათამაშოდ მხოლოდ არასრული 3 წუთი დაუთმეს, რა დროშიც ქართველს შედეგიანი ქმედება არ ჰქონია.
"ბოსტონ სელტიკი" შემდეგ ეტაპზე "ნიუ იორკ ნიქსისა" და "დეტროიტ პისტონსის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.