თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის გამო, კლინიკა "ჰელსიკორიდან" პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობს. პაციენტები სხვადასხვა კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაჰყავთ.
თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო.
ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.
ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.