მიხეილ ყაველაშვილი სომეხთა კათალიკოს, გარეგინ მეორეს შეხვდა

29 აპრილი 2025, 16:08 89 ნახვა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა სომეხთა კათალიკოსთან, გარეგინ მეორესთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას.

მიხეილ ყაველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს, გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი