დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "არსენალი" „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს.
„ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად ვართ. „არსენალს“ კარგად ვიცნობთ, შესანიშნავი გუნდია, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ამ მატჩის მოსაგებად კარგად და თავდაჯერებულად უნდა ვითამაშოთ'' - განაცხადა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ.
"არსენალისა" და პსჟ-ს დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.