პრევენცია მალარიის წინააღმდეგ

05 მაისი 2017, 00:00 3585 ნახვა

“გადამტანი ინფექციური დაავადებების გავრცელება არაპროგნოზირებადია“, -  განცხადებას  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აკეთებენ. 

უწყებაში  აცხადებენ, რომ  რეგიონში, მწერებით გავრცელებული ინფექციების თავიდან ასაცილებლად,   პრევენციული ღონისძიებები  გატარდა და ყირიმ-კონგოს, ბორელიოზის,  ტულარემიისა და მალარიის შეთხვევები არ დაფიქსირებულა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირქტორი ნინო ნიჟარაძის განმარტებით, რეგიონში განსაკუთრებით სახიფათო დაავადების გავრცელების საფრთხეს კოღოები და მწერები წარმოადგენენ, ამიტომ უწყება მოქალაქეებს სიფრთილისკენ  მოუწოდებს.  განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ ჰიგიენის ნორმების დაცვას ურჩევს.    

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი