ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს 

25 აპრილი 2025, 09:19 212 ნახვა

ევროკავშირი მოლდოვას მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციისთვის 20 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს. მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხა „ევროპული მშვიდობის ფონდიდან“ გამოიყოფა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი მოლდოვის არმიის მოდერნიზება და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში