შეხვედრა გაეროს წარმომადგენლებთან

23 აპრილი 2025, 14:30 86 ნახვა

გაეროსთან  ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის მუდმივ წარმომადგენლებს  უმასპინძლა   საგარეო საქმეთა მინისტრმა.  მაკა ბოჭორიშვილი  მიესალმა  დიპლომატების ვიზიტს საქართველოში და  ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობას. საგარეო უწყების ინფორმაციითვე ელჩებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო   საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. სტუმრებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში.

აუდიენციის დროს მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე რეგიონში, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.  

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი