ტრამპის უმაღლესი განათლების პოლიტიკას 100-ზე მეტი უნივერსიტეტი აპროტესტებს

22 აპრილი 2025, 09:15 96 ნახვა

100-ზე მეტმა უნივერსიტეტის, კოლეჯის და მეცნიერული საზოგადოების პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელიც გააპროტესტა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა უმაღლესი სასწავლებლების მიმართ. 

ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს ისეთი ინსტიტუტების პრეზიდენტებმა, როგორებიცაა პრინსტონი, ბრაუნი, ჰავაის უნივერსიტეტი და კონექტიკუტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი, აღნიშნულია, რომ "ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლა და პოლიტიკური ჩარევა  საფრთხეს უქმნის ამერიკულ უმაღლეს განათლებას". 

„ჩვენ ღია ვართ კონსტრუქციული რეფორმებისთვის და არ ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების ლეგიტიმურ ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში. „თუმცა, ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ხელისუფლების არასათანადო შეჭრას მათ ცხოვრებაში, ვინც სწავლობს, ცხოვრობს და მუშაობს ჩვენს კამპუსებში“. მანამდე ჰარვარდის უნივერსიტეტმა  ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი