საგარეო უწყებაში მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვედრა მიმდინარეობს

22 აპრილი 2025, 11:06 102 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვედრა მიმდინარეობს. ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოს ვიზიტით დღეს ეწვია.

საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი