საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია

22 აპრილი 2025, 09:08 83 ნახვა

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

მათივე ინფორმაციით, ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდება ასევე  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. 

ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, - აღნიშნულოა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი