ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე - შეფასებები

19 აპრილი 2025, 17:55 175 ნახვა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით ბრიუსელში მიმდინარე განხილვა უკვე მესამე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერდეს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რა შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს, უვიზო მიმოსვლის აკრძალვას სამართლებრივი საფუძველი არასდროს ექნება. შეგახსენებთ, ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის პროცედურის გამარტივებას განიხილავს.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი წერს. მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ, ამ საკითხზე შეთანხმებას იქამდე მიაღწიონ, ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი