ბათუმის სპორტის სასახლეში გამართული 33-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ბოლო მატჩები ბათუმელმა ფრენბურთელებმა გამარჯვებით დაასრულეს. მოიგო როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა გუნდმაც. ვაჟთა გუნდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა, რითაც რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. მოიგო ქალთა გუნდმაც, რომელმაც „თბილისს“ საკმაოდ იოლად 3:0 მოუგო. „ბათუმის“ ფრენბურთელთა გუნდებს წინ პლეი-ოფები ელოდებათ.