გონიოს სადაო მიწებთან დაკავშირებით 60 მოქალაქის სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო, ხვალ, 4 საათზე განიხილავს.
საქმე ეხება საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის ივნისისა და სექტემბრის გადაწყვეტილებებს. რომლის მიხედვითაც, 271 დან 90 ოჯახს საკუთრების უფლება აღუდგა, თუმცა მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება მხოლოდ 18-მდე ოჯახმა შეძლო.
მოქალაქეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' იცავს.