გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლა და გამოკითხვა ოპოზიციის ნაწილის თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საბაბი შესაძლოა გახდეს. რადგანაც მიაჩნიათ რომ ყოფილმა პრემიერმა შეთანხმება დაარღვია.
გახარიას გუშინდელ გამოკითხვას და საგამოძიებო საქმიანობაში ჩართვას მისი თანაგუნდელები პრობლემას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან მთავარ საკითხებში კოორდინაცია გრძელდება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, აქ გახარიას გამოკითხვას მხილებას და საცოდაობას უწოდებენ.