მამუკა მდინარაძის განცხადებას ,,ნაციონალური მოძრაობის,, აკრძალვის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ეხმაურება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის იდეა და მის ასე გაუქმებას ვერავინ შეძლებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადე, რომ თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, პარტია ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის საკითხი გადაიდო, თუმცა პარლამენტში საჭირო სამუშაოები არ შეჩერდება და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩლი ოქტომბრამდე გადაეგზავნება.