მცენარეებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

14 აპრილი 2025, 17:41 102 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტები) იქნა შეჩერებული - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ყვავილის ერთ-ერთი სახეობა კერძოდ, 19 900 ცალი ქრიზანთემა საკარანტინო მავნე მწერით (Liriomeza sp) დაავადებული აღმოჩნდა.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში