,,შეუძლებელია დააფინანსო ტერორი და, ამავდროულად, უარი თქვა პასუხისმგებლობაზე,, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა ფსევდოლიბერალური ძალების ძირითადი ტაქტიკა გახდა“.
მისივე განცხადებით, „აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების არსებული ცუდი პრაქტიკის გულწრფელ აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან“.