ცვლილება გრანტების შესახებ კანონში

14 აპრილი 2025, 11:50 139 ნახვა

გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე  პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სიახლის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება.

თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით  მიიღო. ქართული ოცნების ინიციატივის მიხედვით, მთავრობას თანხმობის გასაცემად ათდღიანი ვადა  ექნება. იმ შემთხვევაში თუ მთავრობის გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. 

კანონი ადგენს გამონაკლისსაც - ეს არის სპორტის, განათლების და მეცნიერების სფეროები. ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში