14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში სახელმწიფო მხოლოდ რუსული უნდა ყოფილიყო, შესაბამისად ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
მოსალოდნელ ცვლილებას საქართველოში კერძოდ კი თბილისსა და ბათუმში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.